ქუთაისში შავი ლითონის საწარმო აშენდება

​ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსასხმელი საწარმოს მშენებლობაზე ნებართვა გასცა.
​​ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეტალურგიული საწარმო ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენდება და მას „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ააშენებს. ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები