მანანა კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე” – ხმაურისთვის გარკვეული თემები სჭირდებათ, იხმაურონ

ქარიშხალს ტეხენ იქ, სადაც ნამდვილად არ არის ამისი საფუძველი, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმაურისთვის გარკვეული თემები სჭირდება და ეს სპეკულაციაა.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენს გუნდში ერთადერთი მიზანი კონსტიტუციის შეცვლის არის ის, რომ ის რაც ხარვეზიანია, გამოსწორდეს, რაც რატიანმა და მისმა პარტიამ მოარგო სააკაშვილს და რამდენიმე ადამიანს, გავასწოროთ და ეს გავაკეთოთ საზოგადოებასთან ერთად. ეს არის სპეკულაციები. რაღაც თემები, ხომ სჭირდებათ ხმაურისთვის. იხმაურონ, საზოგადოება შეაფასებს რეალურად, სად არის საფუძველი მათი კრიტიკის და სად არა“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები