მანანა კობახიძე: ჩვენი კონსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ არა ისეთს, როგორსაც წლების განმავლობაში იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“

ჩვენი კონსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ არა ისეთს, როგორსაც წლების განმავლობაში იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მანანა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველანაირი ცვლილება საზოგადოებასთან კონსესუსის გზით განხორციელდება.
„ჩვენი კონსტიტუცია ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს, მაგრამ ეს ცვლილებები განხორციელდება საზოგადოებასთან კონსესუსის გზით და არამც და არამც ისე, როგორსაც წლების განმავლობაში იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც კონსტიტუციასაც და სხვა კანონებსაც საკუთარ თავზე ირგებდა.
ჩვენ ამის მომსწრეებიც ვართ და არაერთი მაგალითი არის ამისი, თუნდაც კონსტიტუციაში. ამიტომ დავასრულოთ უნდა ეს დისკურსი, დაველოდოთ შეიკრიბოს მე-9 მოწვევის პარლამენტი. დეპუტატების უფლებამოსილება იქნას ცნობილი და ყველა რეფორმას ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ყოველგვარი აჩქარების და ხელოვნური ჩარევების გარეშე. დღეს რომ რაიმე კონკრეტული ცვლილება დავაანონსოთ, არ არის სწორი“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები