საუდის არაბეთში პრინცი გაროზგეს

საუდის არაბეთის ციხეში სამეფო დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი გაროზგეს. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა. პრინცის ვინაობა არ სახელდება.
რა დანაშაული ჩაიდინა პრინცმა, უცნობია. ეს ფაქტი ქალაქ ჯიდაში მოხდა.
საუდის არაბეთის სამეფო გვარში რამდენიმე ათასი ადამიანი შედის. მის წევრებს იშვიათად სჯიან.
ოქტომბრის შუა რიცხვებში, საუდის არაბეთში, პრინცი თურქი ბინ საუფ ალ-ქაბირი სიკვდილით დასაჯეს. ეს ქვეყნის ისტორიაში სამეფო ოჯახის წევრის სიკვდილით დასჯის პირველი შემთხვევა იყო.
პრინცი სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები