დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან შეხვედრა გამართა. დავით უსუფაშვილს გია ვოლსკი, გიორგი კახიანი და მანანა კობახიძე შეხვდნენ.
როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, დაახლოებით ორსაათიან შეხვედრაზე მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.
ხელისუფლებისა და უსუფაშვილის შესაძლო თანამშრომლობაზე დასმული კითხვის პასუხად „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამას მოგვიანებით განსაზღვრავენ.
„დაველოდოთ გაზაფხულს. დავით უსუფაშვილი წარმატებული თავმჯდომარე იყო და მნიშვნელოვანად შეამცირა საქმიანობის დიაპაზონი, როდესაც პარტიულ ფორმატში გადავიდა. პარტიამაც ვერ გამოიჩინა დიდად თავი პოლიტიკური მიმართულებებით. ვნახოთ გაზაფხულზე როგორ დავით უსუფაშვილს ვიხილავთ. რა საკითხები ექნება პრიორიტეტული, რა თემებს დააყენებს. მერე განვსაზღვრავთ თანამშრომლობას. ძალიან ბევრი  გონიერი ადამიანი დადის ამ ქვეყანაზე“,-განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები