“ოპოზიციურმა პარტიებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ამომრჩევლის ხმებს მოუტანდათ”

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია არასწორად დაგეგმეს, რამაც მათი მარცხი გამოიწვია.
ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ამომრჩევლის ხმებს მოუტანდათ.
“ამ სტერეოტიპმა არ იმუშავა, რადგან საქართველოში არასტანდარტული ვითარება იყო შექმნილი. 2012 წლიდან ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება უმთავრეს ოპოზიციურ პარტიაზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე” გაცილებით პოპულარულია. მოშუშებული არ არის ის იარები, რაც ცხრაწლიანმა რეჟიმმა მოიტანა. ის ამომრჩეველი, რომელმაც “ქართული ოცნება,” როგორც კოალიცია მოიყვანა ხელისუფლებაში, ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა”, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები