“რესპუბლიკელების” 50-მდე წევრმა პარტია დატოვა

გურჯაანში, “რესპუბლიკელების” 50-მდე წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ განცხადება პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გააკეთა.
ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, მან კონსულტაცია დავით უსუფაშვილთან გაიარა, რის შემდეგაც ისინი ახალ პლატფორმაზე გადასვლას გეგმავენ.
ყვირალაშვილისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა სტრატეგიას აირჩევენ ყოფილი თანაპარტიელები, თუმცა იგი ამ დრომდე, გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე პარტია 30-მა წევრმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები