ლაშა ნაცვლიშვილი: პარლამენტი არავის მისცემს მოწყენის საშუალებას

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს პარლამენტი პოლიტიკის გარეშე დარჩა.
ნაცვლიშვილი ასევე მიესალმება უსუფაშვილის მიერ შესაძლო ახალი პარტიის დაფუძნებას.
“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის მოწადინებულია, გააკეთოს ნაკრები. დღის წესრიგი ისე დააანონსა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის პოლიტიკურ ველზე უნდა გაჩნდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ეს თავისთავად კარგია. ის, რომ პოლიტიკის გარეშე დარჩა ქართული პარლამენტი, ამ სიტყვების უკან წაღება მოუწევს მას. საქართველოს პარლამენტი არავის მისცემს მოწყენის საშუალებას არც პოლიტიკური და შესაძლოა, არც სანახაობის კუთხით”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი პოლიტიკის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები