ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის სამხრეთით მდებარე დასახლებული პუნქტი დაიკავეს

Tribal fighters walk as fire and smoke rises from oil wells, set ablaze by Islamic State militants before IS militants fled the oil-producing region of Qayyara, Iraq. REUTERS/Alaa Al-Marjani

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის მახლობლად დასახლება ჰამან ალ-ალილი დაიკავეს, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ტყვეებს სიკვდილით სჯიდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ჰამან ალ-ალილი ომამდე თერმული წყლების ცნობილი კურორტი იყო.
პარალელურად ერაყის სპეციალური დანიშნულების ძალები მოსულს აღმოსავლეთიდან მიუახლოვდნენ. ქალაქზე შეტევა გრძელდება.
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ეს ყველაზე დიდი დასახლებაა, რომელსაც ისლამისტები ერაყსა და სირიაში აკონტროლებენ. მოსულის მოსახლეობა 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები