მერაბ ტურავა: ახალ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა გაამწესა, გადაცემული აქვთ სარჩელები

მერაბ ტურავას ინფორმაციით „გახმაურებული საქმეები“ უკვე გადაეცა პრეზიდენტის მიერ გამწესებულ ახალ მოსამართლეებს გასაცნობად, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი განხილვის დრო და გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, როგორც პლენუმის, ასევე კოლეგიის შემადგენლობაში განვიხილოთ სარჩელები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. პირველ კოლეგიაში დღეისთვის ოთხი მოსამართლეა წარმოდგენილი, მეორე კოლეგიაში კი სამი. ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი წარადგენს კიდევ ერთ წევრს ჩვენთან, მაგრამ მანამდე, კოლეგია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ სხდომას ესწრება სამი მოსამართლე. ახალ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა გაამწესა, გადაცემული აქვთ სარჩელები, მაგრამ ჯერ არ არის დადგენილი კონკრეტული დღე, განხილვის ან გადაწყვეტილების გამოტანის“ , – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ პლენუმს კოლეგიის თავმჯდომარეებისა და სასამართლოს მდივნის კანდიდატურები წარუდგინა.
ფარულ კენჭისყრაზე პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ და ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ ლალი ფაფიაშვილი დაინიშნა, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდა, ხოლო სასამართლოს მდივნად მერაბ ტურავა დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები