მოსკოვში ორგანიზაცია Amnesty International-ის ოფისი დააყადაღეს

მოსკოვში უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ოფისი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააყადაღეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ოფისის დაყადაღების მიზეზები უცნობია. „ჩვენ დალუქული კარები და „მოსგორიმუშესტვოს“ ტელეფონის ნომრები დაგვხვდა, რომელზეც არავინ გვპასუხობს,“ – აცხადებენ Amnesty International-ის წარმომადგენლები.
Amnesty International-ი 1961 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი ფუნქციაა ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ბოლო დროს, რუსეთში, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ,  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეწყვიტა.

_92222445_226615021_117136_8643435806748731835

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები