ავღანელი ქალი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – რას წერს “ბი-ბი-სი” პეშავარის სასამართლოს შესახებ

პაკისტანის ქალაქ პეშავარის სასამართლომ ავღანელი ქალი შარბათ გულა გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
შარბათ გულა, მსოფლიოში ცნობილი, 1985 წელს ჟურნალ National Geographic-ში გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ გახდა. მაშინ ის 12 წლის იყო და პეშავარში ავღანელი ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობდა. ფოტოს ავტორი სტივ მაკარია. გოგონას სახელი და ვინაობა მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მაკარი სპეციალურად ამისთვის კვლავ პეშავარში ჩავიდა. მაშინ მან შარბათ გულას კიდევ ერთი ფოტო გადაუღო.
მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გულა, პაკისტანის სპეცსამსახურებმა დააკავეს. მათი ინფორმაციით, ავღანელი ქალი პაკისტანში ყალბი საბუთებით ცხოვრობდა. რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, გირაოს სანაცვლოდ ქალი გაათავისუფლოს.
თავად შარბათ გულა სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა. პაკისტანში ავღანეთის საელჩოს წარმომადგენლები ამ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

_92220036_hi036084336

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები