ირაკლი შიხიაშვილი „ქართულ ოცნებას” დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს

„ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი„ქართულ ოცნებას” საარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატარებასა და დამაჯერებელ გამარჯვებას ულოცავს.
ირაკლი შიხიაშვილი „ქართული ოცნების” მიერ მოპოვებულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გამარჯვებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა.
„ვულოცავ „ქართულ ოცნებას”, ამ მეტად რთულ საარჩევნო კამპანიის ღირსეულად ჩატარებას და დამაჯერებელ გამარჯვებას! ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს და „ქართული ოცნების” ლიდერებს, დეპუტატებს ხალხის უდიდესი ნდობის მოპოვებას და მხარდაჭერას.
საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ჯგუფს, გამარჯვებასთან ერთად დაეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ჩვენი ხალხი იმედით შეჰყურებს ხვალინდელ დღეს, მის დიდ ნაწილს სჯერა ქვეყნის აღმავლობის პროცესის უცილობლად დაწყების, რომელიც სწრაფი, რეალური ნაბიჯებით უნდა განხორციელდეს! სწორედ ეს არის ტვირთი, გამოწვევა, რომელსაც წარმატებით უცილობლად უნდა გაერთვას თავი, მე მჯერა, რომ ასეც იქნება! ასევე, თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს მინდა მივმართო, რომ ჩვენი ყველას ვალდებულებაა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გვერდში დავუდგეთ შენების პროცესში. რათა ანტიქართულ, ჩასაფრებულ ძალებს არ მივცეთ საქილიკო და ნიშნის მოგებით საძახებელი რამე.
გვახსოვდეს, ხელისუფლებას ახლა უფრო სჭირდება თანადგომა! ხელისუფლების და ხალხის ურთიერთობის უწყვეტობა, შეცდომების ნაკლებად დაშვების გარანტიაა და ე.ი. გარანტირებული წარმატება! მე, როგორც რიგითი თქვენგანი, დამოუკიდებლად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” მუშაობა და მხარდაჭერა უფრო მეტად ეფექტური გავხადო!მეტი მეგობარი ჩვენს ქვეყანას!” – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები