დავით კოღუაშვილი: ლარის კურსს რაიმე განსაკუთრებული რყევა არ ემუქრება

ლარის კურსს რაიმე განსაკუთრებული რყევა არ ემუქრება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა განაცხადა.
კოღუაშვილი ირწმუნება, რომ ეკონომიკური პროცესები საკმაოდ სტაბილურ ფაზაშია შესული.
„რეგიონული და გარე ფაქტორები, საინვესტიციო გარემო და საარჩევნო პერიოდი ყოველთვის ასახვას ჰპოვებს ბიზნესის კონტექტზე მთლიანობაში, მაგრამ ლარის კურსს რაიმე განსაკუთრებული რყევა არ ემუქრება. საკმაოდ სტაბილურ ფაზაშია შესული ეკონომიკური პროცესები. თუ გაუმჯობესებას არა, გაუარესებას ნამდვილად არ ველოდებით“,-განაცხადა კოღუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები