თეა წულუკიანი: პარლამენტში “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა

პარლამენტში “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული სახელმწიფო მივიდა დემოკრატიის განვითარების იმ დონემდე, რომ ხალხი წყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში.
“ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს შემუშავებული კონსტიტუციით ვცხოვრობთ დღეს. ეს არის ის კონსტიტუცია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის საპარლამენტო მმართველობა. პარლამენტი არის მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წყარო. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, პარლამენტის როლი გაძლიერდეს. ამაზე პარლამენტი იმსჯელებს თუ არა, ეს უკვე მათი საქმეა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში 115 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც მათ საკონსტიტუციო უმრავლესობის სტატუსს ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები