მამუკა მდინარაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლაზე – მსგავსი არაფერი ხდება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ყველას მოუწოდებს, ნუ აყვებიან ამ ინფორმაციას.
„ყველას ძალიან ვთხოვ, ნუ აყვებიან მედიის მიერ გავრცელებულ აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაციას ჩემი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ. მსგავსი არაფერი ხდება. იგივეს ვთხოვ ყველა ჟურნალისტს. ამ დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მომიწია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება და ყველგან იგივე დავაფიქსირე. სამწუხაროდ, ჩემი კომენტარების სანაცვლოდ, კვლავ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
გავრცელებული ინფორმაციით, მდინარაძემ შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს და შს მინისტრის თანამდებობა ჩაიბაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები