ირაკლი კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობის” შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია “ქართულ ოცნებას” სრულად დეკლარირებული აქვს შემოსავლები და ხარჯები.
ირაკლი კობახიძის თქმით, სხვა პარტიების ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
“ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გვაქვს სრულად დეკლარირებული ჩვენი შემოსავლები და ჩვენი ხარჯები, რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.
ჩვენ გვაქვს გარკვეული კონკრეტული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება მათ მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები რეალურ შემოსავლებსა და ხარჯებს. კონკრეტულად, მაგალითად “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით გვაქვს ასეთი კითხვები. ზოგადად, ჩვენმა ხარჯებმა გაამართლა, ჩვენ გვქონდა წინასწარ შემუშავებული გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად დავდეთ ზუსტად ის შედეგი, რომელიც იყო ჩვენ მიერ პროგნოზირებული”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, სხვა პარტიების მიმართ გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით ხომ არ მიმართავს აუდიტის სამსახურს,- კობახიძე აცხადებს, რომ “ეს არის რა თქმა უნდა აუდიტის სამსახურის პრეროგატივა და მათ უნდა შეისწავლონ ეს საკითხები, შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები