დავით ზურაბიშვილი: პარტიიდან წასულმა ადამიანებმა შიდა ომს წასვლა ამჯობინეს

პარტიის შიგნით პარტიის განვითარებაზე განსხვავებული ხედვები იყო, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ლიდერების მხრიდან პარტიის დატოვება პარტიის განვითარების სხვადასხვა მოსაზრებებს უკავშირდება.
“ამ ადამიანებმა, შიდა ომს და შიდა დაპირისპირებას ამჯობინებს პარტიიდან წასულიყვნენ. იყო განსხვავებული ხედვები პარტიის შემდგომი განვითარების გზებზე.ზოგს ის უკვირს, რომ წავიდნენ ლიდერები, ზოგს კი ის, ამდენ ხანს როგორ შეინარჩუნა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ერთობა“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
იგი აპოკალიფსურ შედეგს უწოდებს იმ მოცემულობას, რაც არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შეიქმნა. ზურაბიშვილი სამომავლოდ გარკვეულ გადაჯგუფებებს ოპოზიციურ სპექტრში არ გამორიცხავს.
“დადგა აპოკალიფსური შედეგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ჩვენ ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ და უნდა დავიბრუნოთ ამომრჩეველი. შევალთ თუ არა ვიღაცასთან კონტაქტში. ეს დამოკიდებულია ღირებულებათა დამთხვევებზე, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები