გოგლა ჟვანია: ჩემთვის არ იყო პრინციპული საკითხი მივიღებდი თუ არა მონაწილეობას არჩევნებში

ჩემთვის არ იყო პრინციპული საკითხი მივიღებდი თუ არა მონაწილეობას არჩევნებში – ამის შესახებ დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟვანია ამბობს, რომ მცირე ბიზნესი ჰქონდა და ახლა სწორედ ამ საქმიანობას დაუბრუნდა.
„ჩემთვის არ იყო პრინციპული საკითხი მივიღებდი თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. როდესაც შევხვდი პარტიის ხელმძღვანელობას, შევთანხმდით, რომ ჩემი საჭიროება არ იყო არჩევნებში მონაწილეობის მიღების. მე, პოლიტიკაში 2012 წელს მოვედი, მაშინ როცა მოვხდი „ქართულ ოცნებაში“. ეს იყო ვითარებიდან გამომდინარე, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა და პოლიტიკურად გრძელვადიანი გეგმები ნამდვილად არ გამაჩნდა. ეს იცოდნენ პარტიის ხელმძღვანელებმა და ბუნებრივია, ალბათ აქცენტი გააკეთეს იმ ადამიანებზე, ვინც გრძელვადიანად აპირებდა მათთან ყოფნას“, – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები