მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება

მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით კონსულტაციები, სავარაუდოდ, დღესაც გაგრძელდება. მმართველი გუნდის წევრები „ქართული ოცნების“ ოფისში იკრიბებიან.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები გრძელდება, თუმცა თავად მასში არ მონაწილეობს. მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები არის უშუალოდ პრემიერის პრეროგატივა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევის საკითხს, ხუნდაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი პოზიტიური კანდიდატი ამ თანამდებობაზე.
მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ უსუფაშვილთან თანამშრომლობა “მეგობრულ კონტექსტში” წარმოუდგენია “პოლიტიკურში კი – არა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები