გიორგი კახიანი: ბიუჯეტთან დაკავშირებით გვქონდა ხარვეზი, რაც გამოსწორდება

საქართველოს პარლამენტს ბიუჯეტის მიღების პროცედურა უგვიანდება. ამის მიზეზი პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით ის არის, რომ ძველი პარლამენტი აღარ არის უფლებამოსილი შეიკრიბოს, ხოლო ახალი პარლამენტის შეკრება 19 ნოემბრამდე ვერ მოხერხდება.
„პირველ რიგში ახალი პარლამენტი დაიწყებს ბიუჯეტის მიღების პროცედურას. პირველი შემთხვევა არის, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ამიტომ ბიუჯეტის კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც საკომიტეტო ფარგლებში უნდა შესრულებულიყო, ვერ მოხერხდა.
რეგლამენტში ჩვენ გვექნება განსახორციელებელი გარკვეული ცვლილებები ასეთი შემთხვევებისთვის. მოქმედი პარლამენტი, ცხადია, ვერ შეიკრიბება. გარკვეული ხარვეზი აღმოჩნდა რეგლამენტში და ამას გამოვასწორებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე ყურადღება გაამახვილა მაჟორიტარულ სისტემაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი, სავარაუდოდ, უკვე ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები