დავით ზურაბიშვილი: დავით და ლევან ბერძენიშვილები, ივლიანე ხაინდრავა და სხვა ლიდერები პარტიაში რჩებიან

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი იმ ადამიანებს ასახელებს, ვინც „რესპუბლიკურ პარტიაში“ რჩებიან. ზურაბიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათთან მეგობრული ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.
“დავით უსუფაშვილთან წლების მანძილზე გვაკავშირებს მეგობრობა, ცხადია ეს ურთიერთობა გაგრძელდება, თუმცა არ გაგრძელდება პოლიტიკური ურთიერთობა. დღეს-დღეობით პარტიაში რჩებიან თამარ კორძაია, ლევან ბერძენიშვილი, დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა და სხვა ლიდერები. პარტიას აქვს კრიზისი და ამ კრიზისიდან გამოსავალს აუცილებლად მოვძებნით“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები