გიორგი კახიანი: ცვლილება, როგორც პრემიერმა განცხადა, შეიძლება შეეხოს ორ-სამ სამინისტროს

სამთავრობო ცვლილებებს რაც შეეხება, ამაზე პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროში და მისი თქმით, პრემიერი თავად წარუდგენს პარლამენტს მთავრობას.
“მე, როგორც ვიცი არის გარკვეული ცვლილებები დაგეგმილი, რომელიც ალბათ ორ-სამ სამინისტროს შეეხება, რა გადაჯგუფებები მოხდება, დეტალურად მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები