გიორგი კახიანი: პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, რასაც მხოლოდ მივესალმები

ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა ჯერ არაა დადასტურებული, მაგრამ ეს თუ ასე მოხდა, მე მხოლოდ დადებითად შევაფასებ, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანის ინფორმაციით, მმართველ გუნდში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება. გიორგი კახიანი ირაკლი კობახიძეს კვალიფიციურ კონსტიტუციონალისტად ახასიათებს.
“ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ეს არ არის ჯერ დადასტურებული ინფორმაცია და თუ ეს ასე მოხდა, ჩემი პოზიცია არის მხოლოდ დადებითი. მე ვიცნობ ირაკლის არა როგორც, მხოლოდ პოლიტიკოსს, მე მას ვიცნობ მის მიერ განხორციელებული აკადემიური საქმეებიდან გამომდინარე. ის არის ძალიან კვალიფიციური იურისტი და ასევე არის კარგი კონსტიტუციონალისტი. მან გერმანიაში დაიცვა დისერტაცია, ამიტომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა მხოლოდ დადებით ჭრილში განიხილება“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები