სირიის ქალაქ ალეპოში 84 ადამიანი მოკლეს (ფოტოკოლაჟი)

სირიის სამთავრობო ძალების ინფორმაციით, ქალაქ ალეპოში სამ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
დამასკო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სირიის ოპოზიციური შენაერთები მომწამვლელ ნივთიერებებს იყენებენ. ამბოხებულები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ალეპოს იმ ნაწილზე, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს, ,მასიურ შეტევას გეგმავენ.
თავის მხრივ, ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი იუწყება, რომ ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონების დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები, მათ შორის ბავშვები.
CwBBe-RWEAAEqOJ CwKbwhYXgAAUaJJ CwKiJ15XEAADowr CwA5fHtWIAA22p_ Untitled

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები