აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, რაუფ მირკადიროვმა შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. მანამდე თავშესაფარი შვეიცარიაში მირკადიროვის ოჯახმა მიიღო.
აზერბაიჯანში მირკადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით. 2015 წელს ის დააპატიმრეს, თუმცა შემდეგ სასჯელი პირობითით შეუცვალეს.
მირკადიროვს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. ჟურნალისტი აცხადებს, რომ არც სომხეთის, არც რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან არასოდეს უთანამშრომლია და უდანაშაულობის დამტკიცება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები