ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

A woman, who according to local media was wounded in a shelling attack at the international border with Pakistan, is pictured inside a government hospital in Jammu, November 1, 2016. REUTERS/Mukesh Gupta

ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სროლა ქაშმირის შტატში მოხდა, სადაც ბოლოდ დროს დაძაბული ვითარება შეინიშნება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ქაშმირის შტატში მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც პაკისტანიდან გადმოსულმა „ბოევიკებმა“ ინდოეთში 19 ჯარისკაცი მოკლეს.
პაკისტანი კატეგორიულად უარყოფს ინდური მხარის ბრალდებებს, თითქოს ტერორისტები ქაშმირში პაკისტანის მხრიდან გადავიდნენ. მხარეები ვითარების დაძაბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები