დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 100-ლარიანი ბანკნოტი გამოვა

ეროვნული ბანკის დაკვეთით დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 100-ლარიანი ბანკნოტები გამოვა. განახლებულ ბანკნოტებზე, რომელზეც შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით.
ახალი ბანკნოტი ძველთან ერთად იქნება მიმოქცევაში.
დიზაინი ქართველმა დიზაინერმა, ბადურ მალაზონიამ შეიმუშავა. ასევე, მის შემუშავებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მბეჭდავი კომპანიები. ახალი ბანკნოტები საფრანგეთში დაიბეჭდა.
ბანკნოტზე დამცავი ნიშნები იყოფა ორ ჯგუფად – მოსახლეობისთვის და მანქანების აღსაქმელად.
100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში 2016 წლის 1 თებერვლიდანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები