გიორგი კვირიკაშვილი: საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ლარი გამყარდეს

 

ლარის კურსთან დაკავშირებით იმის საფუძველი, რომ ჩვენ გვქონდეს მოლოდინი მნიშვნელოვანი გაუფასურების, არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვალუტის კურსის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის, ლარზე ზემოქმედების ფაქტორები ამოწურულია.
„ჩვენი საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი იმიტომ, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი ვალუტის კურსზე ზემოქმედებს არის ამოწურული და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ. იყო დროებითი ფაქტორები, რომელიც დღეს ამოწურულია. ფაქტორი იყო მაგალითად, ერთ-ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რა დროსაც საჭირო გახდა დამატებითი ვალუტის შეძენა, მაგრამ იყო ასევე სხვა ფაქტორები. ვინაიდან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ბევრ ქვეყანაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი გაუფასურებები ვალუტის და ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი გაიაფება იმპორტირებული საქონლის, ჩვენ მივიღეთ ასევე ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა. როცა რაოდენობრივად გავაკეთეთ ანალიზი, ჩვენი ექსპორტი არის გაზრდილი, ანუ ჩვენ უფრო მეტი საქონლის ექსპორტს ვახდენთ დღეს, ვიდრე ვახდენდით, მაგრამ ფულად გამოხატულებაში ეს არის შემცირებული, ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ იმ ბაზრებზე, რომლებზეც ასეთი მდგომარეობა იყო, წამოსულია უკან სიტუაცია, და ნორმალურ ფარგლებს უბრუნდება ეკონომიკური მაჩვენებლები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს წინა მაჩვენებლებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ლარზე ზემოქმედების ფაქტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ამოწურულია.

”ჩემი ვარაუდია, რომ მოკლე პერიოდში ძალიან დიდი ოდენობით ვალუტა შემოვა ქვეყანაში და ჩვენ საშუალო და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს ლარის გამყარებაც. არ ველოდები ლარის დევალვაციას, თუმცა მოკლევადიანი რყევები გამორიცხული არ არის, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში მე ველოდები ლარის გამყარებას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები