ფრიდონ საყვარელიძემ „რესპუბლიკური პარტია” დატოვა

პარლამენტის დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ „რესპუბლიკური პარტია” დატოვა – ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, პარტიიდან მისი წასვლა დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არ უკავშირდება. მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მიიღო.
რაც შეეხება პარტიის დატოვების მიზეზს, ფრიდონ საყვარელიძე, ამ ეტაპზე, დამატებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, დეტალებზე საუბარი არ სურს.
ფრიდონ საყვარელიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის” პროპორციული სიის მეათე ნომერი იყო. ის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები