„ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობას” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს,” – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებისგან არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენზე „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარ განსაზღვრული ფორმით შემოხაზვას ითხოვს. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.