ბრიტანეთის საელჩო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის საელჩოები საერთაშორისო დამკვირვებლის მანდატით დააკვირდებიან. ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდა.
„8 ოქტომბერს ბევრმა ჩვენგანმა საერთაშორისო თანამეგობრობიდან, მოვახერხეთ თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, არჩევნების მიმდინარეობისთვის თვალი გვედევნებინა. ეს ყოველთვის საინტერესო პროცესია, ვინაიდან საქმე გვაქვს ნამდვილ, „ცოცხალ დემოკრატიასთან“. ვგეგმავ იგივე გავაკეთო 30 ოქტომბერსაც, როდესაც ბევრ ოლქში მეორე ტური გაიმართება. იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად გამონახავენ დროს და დააფიქსირებენ თავიანთ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები