ირაკლი კობახიძე “ნაციონალებზე”: გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს, თუმცა ე.წ. რევოლუციური სცენარი ვერ შედგა

გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს, თუმცა ე.წ. რევოლუციური სცენარი, რომელიც რეალურად მზადდებოდა „ნაცმოძრაობის“ ოფისებში, ოდესაში, ვერ შედგა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, არსებულ ხელისუფლებას შემუშავებული ჰქონდა კარგად გააზრებული, შემუშავებული პრევენციული გეგმა, რაც მისი თქმით, 100%-ით ამოქმედდა.

„თითოეულ ამ განცხადებაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. ჩვენ გვქონდა კარგად გააზრებული, შემუშავებული პრევენციული გეგმა, რომელიც ამოქმედდა 100%-ით და ამის შედეგებს ჩვენ ყველანი ვხედავთ. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ბუნებრივია, მოდუნება სწორი არ არის. მაქსიმალურად ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. გარკვეული პროვოკაციების საფრთხე დღესაც არსებობს, თუმცა ის ე.წ. რევოლუციური სცენარი, რომელიც რეალურად მზადდებოდა „ნაცმოძრაობის“ ოფისებში, საზღვარგარეთ, ოდესაში და ა.შ. ეს გეგმა ნამდვილად არსებობდა, თუმცა ეს ვერ შედგა. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ეს გეგმა მომზადებული იყო, „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა ასეთი განზრახვები, ჩვენ იქვე ყოველთვის ვაფიქსირებდით, რომ „ქართულ ოცნებას“, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ყველანაირი რესურსი ასეთი დესტაბილიზაციის აღკვეთისთვის და ეს პირობა, რომელიც ჩვენ ამომრჩეველს მივეცით, შესრულდა კიდეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები