უილიამ ლაჰიუ: საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, ეჭვგარეშეა

„საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, ეჭვგარეშეა”,-ამის შესახებ განცხადება საქართველოში ნატო-ს მეკავშირე ოფიცერმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა. მისი თქმით, 26-27 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი წევრ ქვეყნებზე იყო ფოკუსირებული.
„საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, ეჭვგარეშეა. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ერთად, საქართველო ნატოსთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნატომ გადაწყვეტილება მიიღო, გაზარდოს მისი არსებობა შავ ზღვაში, მაგალითად შავ ზღვაში ძალების განთავსებით, რეგიონის საჰაერო, საზღვაო მხარდაჭერით. საქართველო კი, ამ დისკუსიების ნაწილი იქნება“, – განაცხადა ნატოს მეკავშირე ოფიცერმა საქართველოში.
უილიამ ლაჰიუმ საქართველო-ნატოს შორის აქტიურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„შეიარაღებული ძალების რეფორმირების დაგეგმვაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ამჟამად, ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის და მომავალ ორ თვეში უკვე განახლებულ გეგმას მივიღებთ. თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოს სამეკავშირეო ოფისთან არსებითი პაკეტის გუნდთან ერთად, ასევე მხარდამჭერებთან, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და სხვა მოკავშირე ქვეყნებთან.
ასე, რომ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. დღეს შეხვედრაც მქონდა ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივანთან, სადაც ჩვენ შეიარაღებულ ძალებში მიღწეული პროგრესი განვიხილეთ,“ – აცხადებს უილიამ ლაჰიუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები