მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პოლიტიკიდან მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი აქტიური პოლიტიკიდან მიდის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის მხარდამჭერად რჩება.
“როგორც მიშა მაჭავარიანი, ვრჩები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად და რაშიც შემიძლია დავეხმარები ყველანაირად, მაგრამ მიმაჩნია, რომ როგორც თავის დროზე ზურაბ ჟვანიამ მომიყვანა პოლიტიკაში და დამსვა და მითხრა, მიხედე საქმესო, ასე სჯობს ახლა სხვა ადამიანებს მიეცეს გაქანება.
პოლიტიკა ბუცი კი არ არის, ჩამოკიდებ და მერე აღარ მოკიდებ ხელს, შეიძლება მერე მოხვიდე, ჩამოხსნა და უეკთესად წაითამაშო იგივე გუნდში”, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები