ლევან იზორია: ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად, მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად, მომავალი წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება. კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ მუდმივი წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმში.“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა გორში მეხუთე ქვეითი ბრიგადის დაარსების 9 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც ”კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიამ ბრიგადას დაბადების დღე მიულოცა და პირად შემადგენლობას მომდევნო წლის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც აშშ-სთან ერთად წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმს გულისხმობს.
„ჩვენთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ მომზადების სათანადო დონის მიღწევა, არამედ მისი შენარჩუნება იქნება, რათა ეს იყოს სტაბილური საფუძველი ჩვენი მდგრადი განვითარების მომავალში, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ჩვენ ყველა ამ ამბიციურ გეგმას ღირსეულად განვახორციელებთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიხსენა აგვისტოს ომი და პირად შემადგენლობასთან ერთად პატივი მიაგო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.

„გორი, თქვენი დისლოკაციის ადგილი, თქვენთვის არის გამძაფრებული მოგონება იმ ომისა, რომელიც ახლო წარსულში იყო აქ, მაგრამ ამასთან ერთად არის გამძაფრებული პასუხისმგებლობა იმისა, რაც ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება. ჩვენ ახლო მომავალში საზოგადოების წინაშე წარვსდგებით სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტით, სადაც მთავარი მიზანი სწორედ თქვენი, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იქნება. იქ გაწერილი მიმართულებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლებას. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან ერთად მომავალი წლიდან იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. კერძოდ, საქართველოს მზადყოფნის პროგრამა და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ მუდმივი წვრთნებისა და მუდმივი მომზადების რეჟიმში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები