ანტარქტიდაზე ზღვის ნაკრძალი შეიქმნება (ვიდეო)

ევროკავშირის და კიდევ 24 ქვეყნის წარმომადგენელი ანტარქტიდაზე მსოფლიოში უდიდესი საოკეანო ნაკრძალის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ნაკრძალი როსის ზღვაში გაიხსნება. 1,57 მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე 35 წლით თევზჭერა აიკრძალება.
როსის ზღვას მსოფლიო ფაუნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ აქ ზღვის ცხოველების უნიკალური სახეობები ბინადრობენ, სწორედ აქ იქმნება საკვები ნივთიერებები, რომლებიც ოკეანის ფსკერიდან ამოდის და მთელ დედამიწაზე ვრცელდება.
ნაკრძალის შექმნის ინიციატივა აშშ-ს და ახალ ზელანდიას ეკუთვნის. რუსეთი, თავდაპირველად, ნაკრძალის შექმნას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შემდეგ თანხმობა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები