სირიაში ორ კვირაში ხუთი სკოლა დაიბომბა

„იუნისეფის“ ინფორმაციით, 11ოქტომბრიდან სირიაში ხუთი სკოლა დაიბომბა. მათ შორის ორ სასწავლო დაწესებულებას ცეცხლი ხუთშაბათს გაუხსნეს. ამის შესახებ „იუნისეფის“ გენერალურმა დირექტორმა ენტონი ლეიკმა განაცხადა.
ოთხშაბათს „იუნისეფში“ განაცხადეს, რომ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ავიადარტყმის შედეგად 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი დაიღუპა.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები დაბომბვაში ასადის ძალებს და რუსულ ავიაციას ადანაშაულებენ. მოსკოვი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები