“ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს”

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ყველა პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთი მაჩვენებლია იმისა, რომ პარლამენტი მზად არის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი.
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) წევრებმა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს წერილი გაუგზავნეს, სადაც კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები