ნინო წილოსანი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ ოლქში, ნინო წილოსანი, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ახალგაზრდებს გურიის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასა და ამ მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ესაუბრა.
ჩოხატარურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ტარიელნ ანთიძე აცხადებს, რომ მისთვის, როგორც სტუდენტისთვის, კანდიდატთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ქალბატონი ნინოსგან მოვისმინეთ შეთავაზებები, რაც კონკრეტულად, გურიასა და მაღალმთიან სოფლებს შეეხება. მას მაღალმთიან სოფლებთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.
პოლიტიკური პარტიების ლიდერები წინასაარჩევნოდ, იშვიათად ხვდებიან სტუდენტებს, ამიტომ, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანი იყო მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრა. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მადლობა მინდა გადავუხადო მას, რომ გამოიჩინა ინიციტივა, შეხვედროდა სტუდენტებს, რომლებიც ვცხოვრობთ გურიაში და ვსწავლობთ ბათუმში.
ნინო წილოსანმა გაგვაცნო ის ძირითადი თემები, რაც სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი. მე ვცხოვრობ მაღალმთიან სოფელ ზოდში, სადაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მოვისმინეთ ქალბატონი ნინოს ხედვები იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მაღალმთიან სოფლებში”, – განაცხადა სტუდენტმა.
სტუდენტის, ზაზა ანთაძის თქმით, შეხვედრაზე პარტიის ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე, მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა.
“მომეწონა განათლების სიტემასთან დაკავშირებით ქალბატონ ნინოს ხედვები, რომელიც გერმანულ მოდელს ითვალისწინებს.
ამასთან, მაღალმთიან სოფლებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გვესაუბრა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
გავეცანით პარტიის ხედვებს და სამომავლო გეგმებს და მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მასთან გვესაუბრა”, – განაცხადა ანთაძემ.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო წილოსანის თქმით, ახალგაზრდობა არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ნამდვილად “არ დაეიზარებს”, აუცილებლად მივა არჩევნებზე 30 ოქტომბერს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის წინსვლისთვის.
“ჩვენი ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მათი მოსაზრებები გავიგო. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა, გავცვალეთ მოსაზრებები და მოვისმინე ის პრობლემები, რაც აქტუალურია რეგიონში.
მეორე ტურის საარჩევნო კამპანია მე დავიწყე ჩემი სლოგანით, “არ დეიზარო” და ეს ახალგაზრდობა არის ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ნამდვილად “არ დეიზარებს”, აუცილებლად მოვა არჩევნებზე 30 ოქტომბერს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის წინსვლისთვის”, – განაცხადა წილოსანმა.
ნინო წილოსანი დღეს, ბათუმში, სასტუმრო “ინტურისტების” საკონფერენციო დარბაზში გურულ სტუდენტებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები