ირანი – თურქეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ირანი – თურქეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე, თურქეთის აგრის პროვინციაში, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თურქეთის მიმართულებით ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებული იყო. ამჟამად მომხდარის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. თურქეთის ხელისუფლება აფეთქებაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები