ემზარ ჯგერენაია: ბლუმბერგის ლაბორატორია ერთ-ერთი წარმატებული გახდება საქართველოში

აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი პროგრამა გახსნილია მხოლოდ კაუნასში, მეორეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ ბლუმბერგის ლაბორატორიაზე საუბრისას განაცხადა.
ბლუმბერგის ლაბორატორია, რომელმაც სექტემბრიდან დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირება, სპეციალურ პროგრამას წლების განმავლობაში ანხორციელებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. კომპანია ახდენს საფინანსო და სასწავლო პროცესების შერწყმას.
“აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი პროგრამა გახსნილია მხოლოდ კაუნასში, მეორეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგი საკმაოდ მაღლა აიწევს, იმის გამო, რომ ის სტუდენტებს შესთავაზებს საკმაოდ სრულყოფილ, დახვეწილ და ძვირადღირებულ განათლების სისტემას“,-განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ბლუმბერგის“ ლაბორატორიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ემზარ ჯგერენაია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები