შს სამინისტრო: არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება

„შს სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, უწყებათაშორის კომისიაზე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა, არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელ საკითხებზე იმსჯელეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, ყველა მიმართულებით შეინარჩუნოს წესრიგი და არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, კომისიაზე ჩვენვისაუბრეთ, როგორც არჩევნების მეორე ტურის მოსამზადებელ საკითხებზე, ასევე, რაც მედიით გავრცელდა ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით”, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები