მეცნიერები – ესპანეთის სამხრეთ ნაწილი შეიძლება უდაბნოდ გადაიქცეს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამხრეთ ევროპის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის ესპანეთი და პორტუგალია შეიძლება უდაბნოდ გადაიქცეს. მათი აზრით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გლობალური დათბობა იმავე სიჩქარით გაგრძელდება, როგორც ადრე.
დასკვნის ავტორები ექს-მარსელის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ის ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მათი გათვლებით, თუ საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 2 გრადუსით მოიმატებს, ესპანეთის და პორტუგალიის სამხრეთ ნაწილი, ასევე მაროკოს, ალჟირის, ტუნისის ზოგიერთი რეგიონი, თურქეთის სამხრეთ ნაწილი და სირიის ნაწილი მიმდინარე ასწლეულის ბოლომდე უდაბნოებად გადაიქცევა.
ამჟამად ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, საშუალო ტემპერატურა მე-19 საუკუნის ბოლოსთან შედარებით, ცელსიუსის სკალით 1,3 გრადუსი მოიმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები