თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იმყოფებოდა, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა

თვითმფრინავი, რომელშიც აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი იმყოფებოდა, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. შემთხვევა ნიუ-იორკში, ლა გუარდიას აეროპორტში მოხდა.
როგორც პენსმა ტვიტერში დაწერა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბორტზე 30-მდე ადამიანი, მათ შორის პენსის ოჯახი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი ნიუ-იორკში აიოვიდან ჩაფრინდა. როგორც მომხდართან დაკავშირებით „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, პენსი „უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა“, მაგრამ ახლა ის ნორმალურად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები