ფილიპინების პრეზიდენტი ღმერთს დაპირდა, რომ უხამს სიტყვებს აღარ გამოიყენებს

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ღმერთს სიტყვა მისცა მეტი აღარ შეიგინოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ის იაპონიაში ვიზიტის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ დავაოში ჩაფრინდა და განაცხადა, რომ თვითმფრინავში ღმერთს პირადად გაესაუბრა.
დუტერტეს თქმით, მან ხმა გაიგო, რომელმაც უთხრა, რომ თუ გინებას არ შეწყვეტს, თვითმფრინავი ჩამოვარდება. ამის გამო ფილიპინების პრეზიდენტი იძულებული იყო ღმერთისთვის პირობა მიეცა, რომ არც სლენგს გამოიყენებს და აღარც შეიგინება.
როდრიგო დუტერტე თავისი სკანდალური განცხადებებით არის ცნობილი. ერთხელ მან აშშ-ის პრეზიდენტს „ძაღლის შვილი“ უწოდა.  დუტერტემ ასევე უწმაწური სიტყვებით მოიხსენია რომის პაპიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები