სტოლტენბერგი – ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს

ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია და „ცივი ომის“ გამეორება, – ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით 4 ათასი სამხედრო მოსამსახურის განთავსება რუსეთისთვის გაგზავნილი სიგნალია. სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებამ კონფლიქტის პრევენცია უნდა მოახდინოს და არა პირიქით.
რამდენიმე დღის წინ სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს წევრი 16 ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი შეიარაღებული ძალების განთავსებას გეგმავს. ნატოს ოთხი ბატალიონი ლატვიაში, პოლონეთში, ესტონეთსა და ლიტვაში განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები