ვიქტორ იუშჩენკო: მე პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. როგორც იუშენკომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას აღნიშნა, ის ქართველი ხალხის არჩევანს პატივს სცემს.
„მე ყოველთვის ვენდობოდი ქართველ ხალხს. მე ყოველთვის პატივს ვცემ ქართველი ხალხის არჩევანს. ამ არჩევნებიდან ჩემთვის საინტერესო ის არის, რომ ქართველები, როგორც ერი, იმყოფებიან შიდა პოზიტიურ დიალოგში. მას არ ყოფს პოლიტიკა და იდეოლოგიები. მინდა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტითაც ჩამოვიდე და საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა უფრო მჭიდრო და სიმეტრიული იყოს“,- აღნიშნა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, იუშჩენკომ აღნიშნა, რომ ეს თავად მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰკითხონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები