გიორგი კვირიკაშვილი და იანოშ ჰერმანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ

28 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის შესახებ, მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის დასახმარებლად,  ევროკავშირი 75 მლნ ლარის (30 მლნ ევროს) მოცულობის პროგრამას  იწყებს.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან, ასევე საქართველოს საჯარო მმართველობის ეროვნულ სტრატეგიასთან და ეყრდნობა ხუთ ძირითად პრინციპს.
საჯარო მმართველობის რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება; საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა.
“საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, 2014 წლიდან ხორციელდება და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, პასუხისმგებელი და გულისხმობს ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება”,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები