თენგიზ ფხალაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე, რომლის თემაც იყო „ნატო ვარშავის სამიტის შემდგომ”.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ნატოს სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის იმპლემენტაციაზე, ასევე საქართველოს როლზე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში. თენგიზ ფხალაძემ სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ ომებზე თუ როგორ მოქმედებს საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე. თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ერთიანი და უსაფრთხო ევროპა ვერ იქნება საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები